სტარტაპ საქართველო

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2016 წლის ივნისიდან ქვეყანაში ამოქმედდა პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“, რომელიც მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. სახელმწიფო პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა დამწყები ბიზნესების ინოვაციურ იდეებს. სტარტაპ ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ეკოსისტემის განვითარება მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს:   დაფინანსებას, საგადასახადო და იურიდიული პროცედურების გამარტივებას, ასევე შესაბამისი განათლების ხელშეწყობასაც. პროგრამა ხორციელდება ქვეყნის სწრაფი განვითარებისათვის.

 

ვენჩერული საინვესტიციო პროექტი საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სააგენტო დაფინანსებას გასცემს მხოლოდ უნიკალურ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ იდეებზე. მთლიანად პროგრამისთვის პირველ ეტაპზე გამოიყო 11 მილიონი ლარი, რაც შემდეგ 35 მილიონ ლარამდე გაიზარდა.  

 

თუ თქვენ გაქვთ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა, თქვენ შეგიძიათ გახდებით ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის მონაწილე.

 

მაღალტექნოგიურ იდეად ითვლება:

• ავიაკოსმოსური წარმოება • ავტომობილები • ხელოვნური ინტელექტი • ბიტექნოლოგიები • ბიოინფორმატიკა •კომპიუტერული ინჟინერია • კომპიუტერული მეცნიერება • ინფორმაციული ტექნოლოგიები • ნანოტექნოლოგიები • ბირთვული ფიზიკა • ელექტრომაგნიტური გამოსხივება • რობოტიკა • ნახევარგამტარები • ტელეკომუნიკაცია.

მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეის შემთხვევაში: პროექტის შეაფასებენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები სილიკონველიდან (აშშ).

საინვესტიციო დაფინანსება 100,000 ლარამდე. არ მოითხოვება განმცხადებლის თანხობრივი თანამონაწილეობა. განმცხადებლის წილობრივი მონაწილეობა 95%. წარმატებული პროექტების წარდგენა საერთაშორისო ინვესტორებისთვის დამატებითი ინვესტიციების მოსაპოვებლად სილიკონ ველიში.