სულ
ზევით
ზევით!

სერვისები

ბიზნეს კონსალტინგი

ბიზნეს კონსალტინგი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სხვადასხვა უფასო მომსახურებასთან ერთად, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას. სააგენტომ ტექნოპარკში განათავსა  საკონსულტაციო კომპანიების - „საქპატენტი“, „დელოიტი“, „მართვის აკადემია“ ოფისები, რომლებიც სტარტაპებს  მომსახურებას უწევენ სხვადასხვა მიმართულებით:

1)„საქპატენტი“  - უზრუნველყოფს სტარტაპების კონსულტაციებს საკუთრების დაცვის საკითხში.

2),,დელოტი“  - ეხმარება ინოვატორებს ფინანსური საკითხების დაგეგმვასა და სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.

3) მართვის აკადემია  - სტარტაპებს უწევს კონსულტაციას მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით. 

ტრენინგები

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო,  საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით,  ტრენინგების მასშტაბურ ციკლს აფინანსებს.

სპეციალისტებს უფასოდ უტარდებათ  ვებ და მობილური აპლიკაციების საფუძვლები. ისინი საბაზისო ცოდნას იღებენ შემდეგი მიმართულებებით: IT პროექტის მენეჯმენტი; IT პროექტების მართვა; PYTHON პროგრამირება; IOS პროგრამირება.  ტრენინგები ტარდება საქართველოს უნივერსიტეტში; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში; თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკებში, ასევე რამდენიმე საჯარო სკოლაში.

ტრენინგებს ატარებენ უკრაინული ტრენინგ ცენტრის Skill Up -ის ტრენერების მიერ, 2015- 2016 წლებში მომზადებული ტრენერები. 

ტრენინგების პროგრამის მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში  კონკურენტული ადამიანური რესურსის ხელშეწყობა, რომელსაც მაღალი პოტენციალი ექნება საერთაშორისო ბაზარზე. პროექტი ეხმიანება საქართველოს  მთავრობის სტრატეგია - 2020-ს, რომლის ფარგლებში 2020 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით 40 000 IT სპეციალისტი უნდა მომზადდეს.

უფასო ტრენინგების ციკლი შემდგომში დაეხმარება  IT კომპანიებს პროფესიონალი კადრების მოძიებაში და საბოლოოდ,  ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების დამკვიდრებას. 

საქართველოში მსგავსი მასშტაბის ტრენინგების ციკლი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, პირველად ინოვაციების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში 186 ტრენერი მომზადდა, ხოლო მომზადებულმა ტრენერებმა, 2015-2016 წლებში - 1,100-მდე IT სპეციალისტს ჩაუტარეს ტრენინგები. 

ტრენინგების გასავლელად საჭიროა რეგისტრაცია სააგენტოს მიერ შემუშავებული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. რომელსაც საიტზე, ტრენინგების განყოფილებაში იხილავთ. 

 

მენტორთა ქსელი

ინოვაციების სააგენტომ შექმნა  მენტორთა ქსელი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ, კვალიფიციურ ადამიანებს  სხვადასხვა დარგში.

მენტორები ნებაყოფლობით გამოყოფენ რამდენიმე საათს თვეში, და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ  დამწყები, ინოვაციური ბიზნესის წარმომადგენლებს.

მენტორთა ქსელის ეფექტურად მუშაობისთვის, სააგენტომ შექმნა სპეციალური გვერდი: http://gita.gov.ge/mentors/index.html,  სადაც განთავსებულია მენტორების საკონტაქტო ინფორმაცია. ვებ-გვერდის საშუალებით, ერთის მხრივ, სტარტაპებს შეუძლიათ აირჩიონ მენტორი, რომელთანაც აქვთ სურვილი კონულტაციის გავლის, ხოლო  მეორეს მხრივ, დარგის პროფესიონალებსა და გამოცდილ ადამიანებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მენტორთა ქსელში და გაუზიარონ თავისი ცოდნა და გამოცდილება ინოვატორებს. 

ფაბლაბი FabLab

არსებული ფაბლაბები, როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით, აღჭურვილია ზუსტად იმ აპარატურული ციკლით, რომლის ანალოგებიც არის მასაჩუსეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - MIT-ში.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ულტრა თანამედროვე აპარატურას გვთავაზობს, რომელიც ახდენს ახალი წამოწყებების სრულყოფას და დამწყები ბიზნესმენების პროექტების განვითარებას.

3D პრინტერი  პროგრამირებადი დანადგარი - საშუალებას აძლევს ინოვატორებს, შექმნან საკუთარი გამოგონებების პირველადი მუშა პროტოტიპები. დანადგარი, პოლიმერული მასალისაგან, შეცხელება-შეწებების მეთოდით ქმნის ნებისმიერი სირთულის, 100% - იანი სიზუსტით შესრულებულ ნივთს.

ლაზერული მჭრელი - მოჭრა და გრავირება  ხეზე, ტყავზე, ორგანულ მინაზე, მეტალზე, მუყაოსა და სხვა ტიპის მრავალფეროვან მასალაზე. გამოიყენება, როგორც სრულფასოვანი, მუშა, დახვეწილი დიზაინის პროტოტიპების შესაქმნელად, ასევე სხვადასხვა ზომის ნივთების საწარმოებლად.

CNC რუტერი 3D პროგრამირებადი ჩარხი - მუშაობს ხეზე, ორგანულ მინაზე, მეტალსა და სხვა ტიპის მყარ მასალაზე. რუტერი შესაძლებლობას აძლევს ხელოვანებსა და ინოვატორებს, შექმნან ისეთი ტიპის პროტოტიპები, ისეთი სიზუსტით, რომლის შექმნაც ხელით შეუძლებელია ან სჭირდება ძალიან დიდი დრო. დანადგარი ასევე გამოიყენება ყალიბების დასამზადებლად.

ვაკუმ ფორმირების აპარატი - ამზადებს ნებისმიერი ტიპის ყალიბს. ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ შემდგომი წარმოება უფასოდ აღნიშნული ყალიბის დახმარებით.

PCB დანადგარი (პლატების საბეჭდი აპარატი) - საქართველოში პირველად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დამზადდეს ნებისმიერი ტიპის რთული პლატები, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ზრდას.

პროგრამირებადი საკერავი მანქანა - კომპიუტერში არსებული ნახატის, ან წარწერის  სხვადასხვა მატერიალებზე 100%-იანი სიზუსტით გადატანა.

ფაბლაბში ასევე წარმოდგენილია: სასერი პლოტერები, სხვადასხვა ტიპის მყარ ზედაპირზე საბეჭდი დანადგარები, თერმული პრესები, რაც საერთო ჯამში დანარჩენ დანადგარებთან ერთად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფაბლაბში მოსულმა ინოვატორმა შეძლოს ტექნიკურად მუშა ან ვიზუალურად მაღალი დონის, ხარისხიანი პროტოტიპების დამზადება, რომლითაც აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს დამატებითი დაფინანსება და გადავიდეს მასიურ წარმოებაზე.

ფაბლაბის მიზანია, მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის  უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ახალი სტარტაპ ბიზნესების ჩამოსაყალიბებლად.
ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაა გახსნილი.

FabLab Tech Park – ქ.თბილისი, ტექნოპარკი, ინოვაციების ქ.7
Fablab Tech Park – ქ.ზუგდიდი, ტექნოპარკი,  ზუგდიდის პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია.
FabLab TSU – ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.2, თსუ–ს მაღლივი კორპუსი
FabLab Iliauni – ქ.თბილისი, გიორგი წერეთლის ქ.3
FabLab Art Academy – ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.34, სამხატვრო აკადემიის III კორპუსი
FabLab ATSU – ქ.ქუთაისი, თამარ მეფის ქ.59, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი
FabLab BSU – ქ.ბათუმი, ფიროსმანის ქ.12. შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი
FabLab GTU – ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას ქ.68. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
FabLab AISI - კაჭრეთი, პროფესიული სკოლა აისი
FabLab ახალი ტალღა - ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქ. 154
FabLab black sea - ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქ. 84
FabLab EMISI - ქ.თბილისი, გურამ ფანჯიკიძის 1ა
FabLab ERQVANI - ქ.ამბროლაური ვაჟა-ფშაველას ქ. #10
FabLab GLDANI - ქ.თბილისი, გლდანი V მკ/რ, ხიზანიშვილის ქუჩა
FabLab IBERIA - ქ.ქუთაისი ზ.ანჯაფარიძის ქ–№61
FabLab LAKADA - ქ.წალენჯიხა, ქ.ჯვარი ყაზბეგის ქ.№ 2
FabLab MODUSI -ქ.რუსთავი, ჟიული შარტავას 4
FabLab OPIZARI -ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.№106
FabLab PHAZISI - ქ.ფოთი, კონსტიტუციის ქუჩა 54
FabLab SPECTRI - ქ.თბილისი, ჭიჭინაძის ქ.№10
FabLab TETNULDI - ქ. მესტია, ერეკლე ფარჯიანის ქ.№25

2015 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო ბოსტონში გამართულ FAB 11-ში, სადაც საქართველო დასახელდა Fab ქვეყნად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
TEL.:+995 599 986 499
https://www.facebook.com/FabLabTechpark/?fref=ts

საერთო სამუშაო სივრცე

ინოვაციების სააგენტო სტარტაპებს უფასოდ სთავაზობს საერთო სამუშაო სივრცეს ე.წ. co-working-ს, სადაც ბიზნეს ინკუბატორის გუნდებს, ტექნოპარკის წევრებს და დამწყებ კომპანიებს შეუძლიათ განთავსდნენ და ამავდროულად ისარგებლონ ტექნოპარკისა და სააგენტოს სხვადასხვა მომსახურებებით.

საერთო სამუშაო სივრცეში სტარტეპერები ისარგებლებენ საუკეთესო გამოსახულების მონიტორებით, მაღალი წარმადობის პრინტერებით, პერსონალური პროფესიონალური კომპიუტერებით  და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით.

საკონფერენციო დარბაზი

ტექნოპარკი დაინტერესებულ პირებს, ასევე საკონფერენციო დარბაზით სარგებლობას სთავაზობს. დარბაზი აღჭურვილია საკონფერენციო აპარატურით: გახმოვანების სისტემით, პროექტორითა და  ეკრანით.

 საკონფერენციო დარბაზი მუდმივი დატვირთვით მუშაობს, იტევს დაახლოებით 230 კაცს, მასპინძლობს როგორც შიდა ღონისძიებებს, ისე სხვადასხვა კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს. აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაცია ტექნოპარკის საიტზე. მომსახურება ყველასთვის ფასიანია გარდა სტარტაპ კომპანიებისა, რომლებიც საკონფერენციო სივრცით უფასოდ სარგებლობენ და ეძლევათ საშუალება ჩაატარონ პრეზენტაციები თუ სხვადასხვა სახის ღონისძიება, რაც დამწყები ბიზნესების ერთგვარი ხელშეწყობაა.