სულ
ზევით
ზევით!

რეგიონები

ტექნოპარკი ზუგდიდი

 ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი 2016 წლის  4 ოქტომბერს გაიხსნა. ზუგდიდის ტექნოპარკში  წარმოდგენილია როგორც  სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე  სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები,  რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს სთავაზობს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს თამაშობს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში. 

ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და  წარმატებას მიაღწიონ. ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს მის პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ზუგდიდის ტექნოპარკში ტარდება პროგრამირების,  დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. ამას გარდა, აქცენტი კეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება აქვთ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.

ზუგდიდის ტექნოპარკი შენდება  მსოფლიოში და უკვე საქართველოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით,  ტექნოლოგიურ პარკში თავს იყრიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში გაცვლიან ინოვაციურ იდეებს და მოახდენენ ამ იდეების კომერციალიზაციას. ტექნოლოგიური პარკი, ერთი მხრივ, ბიზნესს მისცემს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ნიჭიერ ადამიანებს ხელს შეუწყობს  იდეების კომერციალიზაციაში  მსოფლიოს უმსხვილეს და ცნობილ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში.

ტექნოლოგიური პარკის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სფეროსთვის, სადაც მათ მაქსიმალური შესაძლებლობები ექნებათ გასავითარებლად. ბიზნესის განვითარებისათვის ყველა პირობა შექმნილია ერთ სივრცეში, სადაც უამრავ საჭირო და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს, როგორც დამწყები ისე მსხვილი ბიზნესი. ტექნოპარკი აკავშირებს საჭირო სფეროებსა და პროფესიონალებს ერთმანეთთან და ქმნის ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან პროდუქტს. ამ სივრცეში იბადება ინოვაციური იდეები, რომლითაც მიიღწევა წარმატება.

ტექნოლოგიური პარკი საქართველო ცდილობს თავისი საქმიანობით მიუახლოვდეს მსოფლიო მასშტაბებს და დაიმკვიდროს თავი, გახდეს საინტერესო უცხოური ინვესტიციებისათვის და განავითაროს ქვეყანაში ბიზნეს სექტორი, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. 

ზუგდიდი, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენცია, ლაღიძის 1

ინოვაციების ცენტრი ჭოპორტში

2016 წლის 23 სექტემბერს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ  ჭოპორტის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ბაზაზე, ადგილობრივი გამგეობის დახმარებით, ინოვაციების ცენტრი გახსნა. 

ჭოპორტის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არის მაქსიმალურად ყველა ის სერვისი, რაც თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშია. ცენტრში ტარდება პროგრამირების,  დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. ამას გარდა, აქცენტი კეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება აქვთ  ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.  ასევე თბილისიდან,  დისტანციურად ტარდება ტრენინგები, რომელსაც სპეციალურად მოწვეული  გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები ატარებენ.  ტრენინგებში ერთვებიან თბილისში არსებული ლაბორატორიები: ჯეოლაბი, სიჯი მულტილაბი, გეიმ ლაბი და ფაბლაბები. საწყის ეტაპზე აქცენტი კეთდება ზოგადად მეწარმეობაზე, სტარტაპების შექმნასა და ფორმირებაზე, ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, განვითარდნენ და მოემზადონ ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა ,,სტარტაპ საქართველო“. ცენტრში მაქსიმალური ყურადღება ეთმობა  პროგრამირების ენების შესწავლას,  რაც აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას,  დასაქმდნენ და ადგილიდან იმუშავონ სხვა კომპანიებისთვის, როგორც ადგილობრივ ისე გლობალურ ბაზარზე.

ჭოპორტის ინოვაციების ცენტრისთვის სამუშაო კადრები კონკურსის წესით შეირჩა, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ თბილისის ტექნოპარკში და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბებში.  

რეგიონალ ინოვაციის ცენტრებში არის საერთო სამუშაო სივრცე,  საკონფერენციო დარბაზი ღონისძიებებისთვის და კომპიუტერული ტრენინგ ოთახი. ცენტრები აღიჭურვება ასევე 3d პრინტერებით, ლეგო რობოტიქსით და მიკროელექტრონიკით.

საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრები  და მასში არსებული სერვისები ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს იდეები გაჩენას და მათ განვითარებას რეგიონში. ცენტრებში მიღებული ცოდნითა და პროფესიონალების დახმარებით სტარტაპ ბიზნესმენები შეძლებენ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ფორმირებას. მათ არსებული ტრენინგები საშუალებას მისცემს გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და მიიღონ შესაბამისი განათლება კონკრეტულ სფეროებში. უკვე არსებულ ბიზნეს სფეროსა და დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ სწორი ფორმულირებით წარმართონ მათი საქმიანობა, მიიღონ კონსულტაციები და წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო რესურსთან. 

ინოვაციების ცენტრი ბაღდათში

2016 წლის 28 სექტემბერს ინოვაციების ბაღდათის სააგენტომ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ბაზაზე ადგილობრივი გამგეობის დახმარებით,  ინოვაციების ცენტრი გახსნა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის,  მაქსიმალურად ყველა ის სერვისია ხელმისაწვდომი, რაც თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. ტარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. ამას გარდა, აქცენტი კეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება აქვთ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში. ასევე,  თბილისიდან, დისტანციურად ტარდება ტრენინგები, რომელსაც სპეციალურად მოწვეული გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები ატარებენ.  ტრენინგებში ერთვება თბილისში არსებული ლაბორატორიები: ჯეოლაბი, სიჯი მულტილაბი, გეიმლაბი და ფაბლაბები. საწყის ეტაპზე აქცენტი კეთდება ზოგადად მეწარმეობაზე, სტარტაპების შექმნასა და ფორმირებაზე, ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას განვითარდნენ და მოემზადონ ისეთი პროექტებისათვის, როგორიცაა ,,სტარტაპ საქართველო“.

ცენტრში მაქსიმალური ყურადღება ეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც იქვე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას დასაქმდნენ და ადგილიდან იმუშავონ სხვა კომპანიებისთვის, როგორც ადგილობრივ ისე გლობალურ ბაზარზე. ბაღდათის ინოვაციების ცენტრისთვის სამუშაო კადრები კონკურსის წესით შეირჩა,მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ თბილისის ტექნოპარკში და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბებში.

რეგიონალ ინოვაციის ცენტრებში არის საერთო სამუშაო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი ღონისძიებებისთვის და კომპიუტერული ტრენინგების ოთახი. ცენტრი აღჭურვილია, ასევე 3d პრინტერებით, ლეგო რობოტიკით და მიკროელექტრონიკით.

ბაღდათის ცენტრში არსებული რესურსი საშუალებას მისცემს მოსახლეობას მოახდინონ  იდეების გენერირება და აიმაღლონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას საქართველოში და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. რეგიონში საფუძველი დაედება მომავლის პროფესიების განვითარებას. ეს არის წინსვლის პერსპექტივა თანამედროვე საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარება ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

რუსთაველის ქუჩა # 68

ბაღდათი, იმერეთი

ინოვაციების ცენტრი ხარაგაულში

 

2015 წლიდან დაიწყო რეგიონებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოების გახსნა. პირველი რეგიონალური ცენტრი გაიხსნა ხარაგაულში. ცენტრების ფორმირება რაიონებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი მიზანია ქვეყანაში ამ სფეროს ხელშეწყობა და ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა.

ხარაგაულის ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი საკმაოდ მრავალპროფილიან მომსახურებას სთავაზობს ადილობრივ მოსახლეობას. მათ წვდომა აქვთ ძნელადხელმისაწვდომ სერვისებთან. ცენტრს გადამზადებული მენეჯერი  ხელმძღვანელობს.   ინოვაციების ცენტრში ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები. ასევე ტარდება ვიდეო ლექციები და სემინარები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ბიზნეს დაგეგმარება, კულტურა, ხელოვნება, სოციოლოგია, დროის მენეჯმენტი, საჯარო ლექციები, პროგრამირება და სამოქალაქო განათლება. ცენტრში ხორციელდება მრავალი პროექტი თუ პროგრამა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად იღებს მონაწილეობას.  ტარდება ლეგორობოტიკის სასწავლო კურსი, 3D პრინტერის შესასწავლი პროგრამა-მუშაობის პრინციპების გაცნობა, პროტოტიპირების შესწავლა, 3D ბეჭდვა, ინდუსტრიული/სამრეწველო 3D პროტოტიპირება, პროდუქტის საბოლოო ფორმამდე მიყვანა. ცენტრები ასევე ითვალისწინებს  მიკროელექტრონიკის კურსს, -არდუინოს, Littlebits მოწყობილობების მუშაობის პრინციპების გაცნობა/შესწავლას. ასევე მომხმარებლებს წვდომა აქვთ დისტანციური დასაქმების პლატფორმებთან.

საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრები რაიონებში, ფორმირდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე, ადგილობრივი გამგეობების მხარდაჭერით და ნებისმიერი დაინტერესებული ადამინისთვის ხელმისაწვდომია. მათთან მუშაობენ სააგენტოს მიერ გადამზადებული კადრები და აწვდიან ძირეულ ცოდნაზე დაფუძნებულ განათლებას კონკრეტული მიმართულებებით.

საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომის, დისტანციური სწავლებისა და დასაქმების სისტემების დანერგვის გზით საქართველოს მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ასევე ინოვაციური და მეწარმეული ცოდნისა და უნარების განვითარება. ინოვაციების ცენტრები მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს მის პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

 

ინოვაციის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა გამოიყენოს ღია სივრცე როგორც მუშაობისთვის, ასევე შეხვედრებისა და დისკუსიებისთვის. მნიშვნელოვანია წვდომა ისეთ ტექნიკასთან, როგორიც არის მაგალითად 3D პრინტერი. ყველა მომხმარებელს გადამზადებული ტრენერები გაუწევენ კონსულტაციას. მათ შეეძლებათ სწორად ჩამოაყალიბონ იდეა, შექმნან ახალი ინოვაციური პროექტები და განავითარონ ეს სფერო ქვეყანაში. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასევე მუდმივად ჩატარდება ვიდეო ლექციები, სადაც მათ ჩართვის საუშუალება ექნებათ.

 

საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრები  და მასში არსებული სერვისები ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს იდეების გაჩენას და მათ განვითარებას რეგიონში. ცენტრებში მიღებული ცოდნითა და პროფესიონალების დახმარებით სტარტაპ ბიზნესმენები შეძლებენ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ფორმირებას. მათ არსებული ტრენინგები საშუალებას მისცემს გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და მიიღონ შესაბამისი განათლება კონკრეტულ სფეროებში. უკვე არსებულ ბიზნეს სფეროსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ სწორი ფორმულირებით წარმართონ მათი საქმიანობა, მიიღონ კონსულტაციები და წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო რესურსთან.