ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე!

26 მაისს, რუსთაველზე ტექნოპარკის პავილიონში გაიმართება საქართველოს ინოვაციების სააგენტოს სტარტაპების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

მე-12 საუკუნეში ერთი ადამიანის იდეამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ერის მსოფლმხედველობა და უდიდესი გავლენა იქონია ისტორიაზე. გაურკვეველია, როგორი იქნებოდა საქართველო “ვეფხისტყაოსნის” გარეშე, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო ჩვენ, არამედ კაცობრიობას მოაკლდებოდა ჰუმანურობის, მეგობრობის, სიყვარულის, თავგანწირვის და დამოუკიდებლობის რუსთველოლოგიური ხედვა, რამაც უდიდესი როლი ითამაშა ამ ფუნდამენტური ცნებების სიღრმისეულ აღქმაში.

26 მაისი კარგი შანსია იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ვინ ვართ ჩვენ და როგორ მოვედით აქამდე.

მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ.

ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე!

აღმოაჩინე ქართული
Tbilisi Entrepreneurial Summit