აღმოაჩინე ქართული

24 აპრილს, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ახალი პროექტის -„აღმოაჩინე ქართულად“ პრეზენტაცია გაიმართება. ახალი ვებგვერდის საშუალებით ახალგაზრდებს, მათ ვინც არ ფლობს ინგლისურ ენას სამეცნიერო დონეზე,  შესაძლებლობა ექნებათ ქართულ ენაზე გაეცნონ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეებსა და მიღწევებს. ასევე, ქართულად მოისმინონ აღნიშნული სფეროს შესახებ  გამოსვლები, საჯარო ლექციები, მსჯელობები და სხვა.

 პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დაინტერესებულ ახალგაზრდებს საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიღებაში, რათა დაებადოთ მეტი ინოვაციური იდეა და ჰქონდეთ, ტექნოპარკში არსებული სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური რესურსის გამოყენების შესაძლებლობა. 

Seed Forum კონფერენცია
ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე!