„სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება.

 

 28 მარტს „სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული სტარტაპი ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭირთ, აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება.

Hand4help, Health Hub, Innophage, Lingwing, PawwwN, Qolga, QuickCash, Surgical OR Simulator- სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ.

 ინოვაციური პროექტების დანერგვისთვის ისინი აშშ-ში გაივლიან  წამყვანი ამერიკელი ექსპერტების ტრენინგებს,  შეხვდებიან  პოტენციურ მომხმარებლებს, პარტნიორებსა და ინვესტორებს.

 30 მარტს კი ქართველ სტარტაპერებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით.

 ვიზიტის შესახებ დეტალების განსახილველად ტექნოპარკში გუნდები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩერქეზიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბ-ნ გიორგიმ გააცნო სტარტაპებს  ვიზიტის პროგრამა  და წარმატება უსურვა მათ.  სტარტაპებმა, სილიკონ ველიზე წარსადგენი პროექტები და პროგრესი გააცნეს მინისტრის მოადგილეს და  მზაობა გამოთქვეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებში ჩართვაზე.

აშშ-ში  სააგენტო  ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს: კომპანია Apple-ის წარმომადგენლებთან;  ბიოტექნოლოგიების მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციასთან - Genentech და   სანფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბის პრეზიდენტთან.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გამოჩნდეს გლობარულ ბაზარზე და დაიმკვიდროს თავი თანამედროვე მსოფლიოს ინოვაციურ ოჯახში. სილიკონ ველი არის სამშობლო ინოვაციების,  მსოფლიოს  წამყვანი მაღალტექნოლოგიური ისეთი კორპორაციების, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. 

ტექნოპარკში სტარტაპები 26 მაისისთვის ემზადებიან
„ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ ტექნოპარკში