შეხვედრა ინვესტორებთან სილიკონ ველი

 სილიკონ ველიზე, ქართული დღე მოეწყო, რომელზეც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულ 8 სტარტაპს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ ინოვესტორებისთვის საკუთარი პროექტები წარედგინათ.
 ღონისძიება სემინარით გაიხსნა, სადაც სილიკონ ველის ექსპერტებმა ისაუბრეს ისეთ თანამედროვე გამოწვევებზე ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორიცაა ბლოკჩეინი. ასევე, ხაზი გაუსვეს თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიების ტრენდებსა და ტენდენციებს.
ქართველი სტარტაპების პრეზენტაციების სესია საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ და სუპერსტარმა ზაზა ფაჩულიამ გახსნეს. ღონისძიებაზე ინო ვაციების სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს საინვესტიციო ბიზნეს გარემოზე ისაუბრეს, ხოლო საერთაშორისო ინვესტორმა ჟან-ფრედერიკ პულსენმა, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული, საქართველოში მესამე მხარის მიერ დანახულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. 
ქართველი სტარტაპების მოლაპარაკებები ამერიკელ ინვესტორებთან, სამომავლო თანამშრომლობისათვის გრ ძელდება. საქართველო მზაობას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე.

new vision university
სემინარი მედიის წარმომადგენლებისათვის