ქართველმა სტარტაპებმა სილიკონ ველიზე bootcamp ტრენინგები გაიარეს

 სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულმა 8 გუნდმა აშშ-ში, სილიკონ ველის წამყვან მენტორებთან ე.წ. bootcamp ტრენინგები გაიარეს.

 ტრენინგები ჩაუტარდათ გაყიდვების, გლობალური ორგანიზაციის ფორმირების, რისკების შეფასების, ინტელექტუალური საკუთრების მართვისა და მოლაპარაკების მიმართულებით, რომლებიც მორგებული იყო სტარტაპების საჭიროებებს, იმ რეზულტატების შედეგად, რაც გამოიკვეთა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში, სამთვიანი მენტორშიპის პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული 8 გუნდი აშშ-ში, სილიკონ ველიზე იმყოფება. სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ.

30 მარტს ქართველი სტარტაპები თავიანთ კომპანიებს წარადგენენ 50-მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ისინი ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაერო-ს წარმომადგენლების ვიზიტი