ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

 

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ააიპ განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სტარტაპების სწრაფი განვითარებისა და ქვეყანაში ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ურთიერთთანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ აქტივობებს, რომელიც მოიცავს სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სტარტაპების დემო დღეებზე ფონდის მონაწილეობის უზრუნველყოფას, სამომავლოდ სტარტაპებში ინვესტიციის განხორციელების მიზნით; ფონდის სტარტაპების სააგენტოს სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას; სააგენტოს ბენეფიციარების ფონდში სტაჟირების უზრუნველყოფას; ჰაკათონებისა და კრეათონების ერთობლივ ორგანიზებას ფონდის მიერ დაყენებულ პრობლემატური საკითხების გადაჭრის მიზნით; ფონდის თანამონაწილეობას სტარტაპების დაფინანსების მექანიზმებში; 

ლევან კობიაშვილი სტუმრად ტექნოპარკში
ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის