,,საგანმანათლებლო ამოცანების ამოხსნის თეორია”

,,საგანმანათლებლო ამოცანების ამოხსნის თეორია” - მასტერკლასი ამ სახელწოდებით ტექნოპარკში გაიმართა. თეორია თითქმის ნახევარი საუკუნეა რაც წარმოიშვა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდება. მისი ავტორი ინჟინერი და გამომგონებელი ჰენრიხ ალტშულერია. საქართველოში ამ მეცნიერების კურსს 10 წელია ააიპ „საგამომგონებლო ცენტრი“-ს პრეზიდენტი, ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბატონი მიხეილ კოტიშაძე კითხულობს. შეხვედრას ტექნოპარკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ და სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

,,საგანმანათლებლო ამოცანების ამოხსნის თეორია” პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს აქტიური ნოვატორი, გამომგონებელი, შეისწავლოს შემოქმედებითი აზროვნება.

ტექნოპარკში სტარტაპები 26 მაისისთვის ემზადებიან
მემორანდუმი დანაშაულის პრევენციის ცენტრთან