ქართულ-აზერბაიჯანული სტარტაპების გაცვლითი პროგრამა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს აზერბაიჯანის ტექნოპარკის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ქართული და აზერბაიჯანული სტარტაპების გაცვლითი პროგრამა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს დაიგეგმა.

აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა, აზერბაიჯანული კომპანიებისთვის არსებული სახელმწიფო პროგრამები და საერთო პროექტების ინიცირება - ეს ის საკითხებია, რომლებსაც მხარეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ. ღონისძიება პრაქტიკულ სამუშაოსაც ითვალისწინებს. ქართველ და აზერბაიჯანელ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და დისკუსია მათთვის საინტერესო თემებზე გამართონ. ვიზიტის პერიოდში ორ ტექნოპარკს შორის მემორანდუმის გაფორმების საკითხიც განიხილება.

უკვე დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა. დეკემბერში აზერბაიჯანს ქართველი სტარტაპები ეწვევიან, ამასთან აზერბაიჯანულმა მხარემ ქართველები BakuTel, აზერბაიჯანის რიგით 23-ე ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ღონისძებაზე მიიწვია, რომელიც 5-8 დეკემბერს ბაქოში გაიმართება.

 

ტოიოტას გზა და კანბანის გამოყენება თანამედროვე მენეჯმენტში
დემო დღე თბილისის ტექნოპარკში