ლევან კობიაშვილი სტუმრად ტექნოპარკში

საქართველოს პარლამენტის წევრი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრად ინოვაციების სააგენტოში. შეხვედრა  “Startup Beats”-ის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა სპორტული კარიერის დასაწყისი გაიხსენა, ისაუბრა იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე,  რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა. ტექნოპარკის სტუმარმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად  ქართული ფეხბურთის განვითარების გზები განიხილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას ამ სფეროში. ლევან კობიაშვილმა სააგენტოს სტარტაპების იდეებიც მოისმინა, რომლებმაც ფედერაციას სხვადასხვა ტიპის  ინოვაციური სერვისი შესთავაზეს.

 

სააგენტო SME კლუბის კონფერენციას მასპინძლობს
ქართულ-გერმანული სტარტაპ ფორუმი ტექნოპარკში