ბიზნეს ინკუბატორის დემო დღე

ტექნოპარკში ბიზნეს ინკუბატორის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე გაიმართა. პროექტის მონაწილე წარმატებულმა სტარტაპებმა საკუთარი პროგრესი და საინვესტიციო წინადადებები მოწვეული ინვესტორების წინაშე წარადგინეს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიზნეს ინკუბატორი არის სტარტაპების განვითარების ხელშემწყობი ექვსთვიანი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს ეხმარება საკუთარი იდეის განხორციელებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

ინკუბაცია გულისხმობს ტრენინგებს დაგეგმვაში, მართვაში, ფინანსებში, მარკეტინგში, ბიზნესის მოდელირებასა და პრეზენტაციაში და ა.შ. დემო დღის მიზანია საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა სტარტაპების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოტენციური ინვესტორების ჩართულობის გზით.

 

კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის მონაწილეები ტექნოპარკში
სააგენტო SME კლუბის კონფერენციას მასპინძლობს