საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი ტექნოპარკში

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით ტექნოპარკში საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნა.

ირანის ბიზნეს დელეგაციის წევრმა კომპანიებმა ისეთი სფეროები წარმოადგინეს, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), ფარმაცევტიკა, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები, სამშენებლო მასალები, წყლის გამწმენდი დანადგარები, ენერგოსისტემა, ნანოტექნოლოგია, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტრონიკა და სხვა.

ვიზიტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ირანის ქ. იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკს შორის 2016 წელს გაფორმდა. მემორანდუმის მთავარი მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება სტარტაპების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით. ურთიერთშეთანხმების ფარგლებში ქ.იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკში უკვე გაიხსნა ირანულ-ქართული ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრი.

ესტონეთის დელეგაცია სტუმრად ტექნოპარკში
ელექტრომობილების საინფორმაციო შეხვედრა ტექნოპარკში