Falling Walls Lab Tbilisi

სტარტაპ საქართველოს ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ,,Phage Nutraceuticals” ავტორი რატი ღოლიჯაშვილი ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის Falling Walls Lab Tbilisi გამარჯვებულია. რატი 8 ნოემბერს ბერლინში საკუთარი ინოვაციური ბიზნესის პრეზენტაციით  მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე წარსდგება. მის გამოსვლას ევროპის წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან და წარმატებული ბიზნესმენებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ბერლინის ფინალის სამ გამარჯვებულს მიენიჭება “Falling Walls Young Innovator of the Year” წოდება. ისინი ასევე ჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და საკუთარი იდეებით კიდევ ერთხელ წარსდგებიან კიდევ უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე Falling Walls Conference - ის ფარგლებში. 

Phage Nutraceuticals ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთი საუკუნის გამოცდილების ხარჯზე, ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნით, კვლევითა და წარმოებითაა დაკავებული. ფაგის პროდუქტებს გააჩნიათ იმ ბაქტერიების (ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიების) ეფექტურად განადგურების უნარი, რომელთა დამარცხებაც ანტიბიოტიკებს აღარ შეუძლიათ. კომპანიის პროდუქციის გამოყენების არეალი არ არის შეზღუდული და გამოიყენება შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა, ვეტერინარია, საკვებისა და გარემოს უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, საკვები დანამატები, სამომხმარებლო პროდუქტები.

 

 

 

 

 

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გიორგი ზვიადაძე უხელმძღვანელებს
ინოვაციების სააგენტო სტუმრად სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულთან