NASA - ს ვიზიტი ტექნოპარკში

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  NASA - ს წარმომადგენლები ესტუმრნენ.  ვიზიტი ,,ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ფონდი ,,ნოვა” ახორციელებს. ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“ გაგზავნა, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ქართული „ჩაკრულო“ იყო.

ტექნოპარკს მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი რობ მენინგი  და   Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი და ახლა უკვე ლეგენდადქცეული ჯონ კასანი ესტუმრნენ. სწორედ მისი იდეა იყო კოსმოსურ ხომალდზე კაცობრიობის მესიჯის განთავსება. ტექნოპარკის ტერიტორიაზე ლეგენდარული მეცნიერის, ,,ოქროს ჩანაწერის” იდეის ავტორის,  კარლ საგანის სახელობის ოთახი გაიხსნა. NASA - ს წარმომადგენლები კი საკონფერენციო დარბაზში  ქართველ სტარტაპებს შეხვდნენ, რომელთაც  საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

სტუმრებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ და ამერიკის ელჩმა საქართველოში უმასპინძლეს.

 

გიორგი არისონი (SHIFT) - StartupBeats
ეკონომიკური ფორუმი პოლონეთში