Seedstars World ტექნოპარკში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკში    მსოფლიო მასშტაბის სტარტაპების  კონკურსი Seedstars World ჩატარდა. კონკურსი ,,ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” (AGH) ორგანიზებით გაიმართა და მასში   10 საუკეთესო ქართული სტარტაპი მონაწილეობდა. კონკურსანტები SeedStars World - ის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა შეარჩიეს. კონკურსის გამარჯვებული საკუთარ სტარტაპს შვეიცარიაში Seedstar  სამიტზე  წარადგენს, სადაც 1 მლნ აშშ დოლარის მოგების შანსი მიეცემა. SeedStars Tbilisi 2017-ის გამარჯვებული სტარტაპერი მოსამზადებელ პერიოდს უკრაინაში 2017 წლის დეკემბერში გაივლის, დასკვნითი ეტაპი კი შვეიცარიაში 2018 წლის 9-13 აპრილს გაიმართება. 

Seedstars World განვითარების საწყის ეტაპზე არსებული კომპანიების საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. კონკურსი სტარტაპებსა და დამწყებ კომპანიებს საშუალებას აძლევს, საკუთარ ბიზნესს პოპულარიზაცია გაუწიონ მსოფლიო მასშტაბით, მოიპოვონ დაფინანსება და განავითარონ  ბიზნესიდეები. კონკურსი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. Seedstars თბილისის კონკურსში ჩართვა იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც ქართულ ბაზარზე არაუმეტეს 2 წელია მოღვაწეობენ და მათი  შემოსავალი 500.000  აშშ დოლარს არ აღემატება.

 

 

 

გიორგი არისონი (SHIFT) - StartupBeats
სლოვენიის წარმომადგენლობა ტექნოპარკს ეწვია