ინოვაციების სააგენტო სტუმრად სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულთან

სტარტაპ საქართველოს ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის  ,,Phage Nutraceuticals” ავტორმა რატი ღოლიჯაშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. საწარმოო ლაბორატორია ბიოქიმფარმას ბაზაზეა შექმნილი. კომპანიის დამფუძნებელმა სტუმრებს ფაგების კვლევისა და წარმოების პროცესი გააცნო.

Phage Nutraceuticals ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთი საუკუნის გამოცდილების ხარჯზე, ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნით, კვლევითა და წარმოებითაა დაკავებული.

ფაგის პროდუქტებს გააჩნიათ იმ ბაქტერიების (ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიების) ეფექტურად განადგურების უნარი, რომელთა დამარცხებაც ანტიბიოტიკებს აღარ შეუძლიათ.

 

კომპანიის პროდუქციის გამოყენების არეალი არ არის შეზღუდული და გამოიყენება შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა, ვეტერინარია, საკვებისა და გარემოს უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, საკვები დანამატები, სამომხმარებლო პროდუქტები.

ტექნოპარკში EEN პლატფორმის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმი