,,კანვას ბიზნეს მოდელის შექმნა”

ტექნოპარკში ტრენინგი სახელწოდებით ,,კანვას ბიზნეს მოდელის შექმნა” გაიმართა.

კანვას ბიზნეს მოდელი ითვალისწინებს მარტივ გრაფიკულ შაბლონს ბიზნესის ცხრა აუცილებელი კომპონენტის გასააზრებლად.

აღნიშნულმა მოდელმა უკვე წლებია ჩაანაცვლა სხვა ბიზნეს მოდელები და ის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია საკუთარი იდეის თუ პროდუქტის პოზიციონირებისათვის.

ტრენინგის მონაწილეები კანვასის ყველა ელემენტს გაეცნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ბიზნეს მოდელის კონცეფციის შესახებ. მათ ჰქონდათ საშუალება, დაემუშავებინათ საკუთარი ბიზნეს ხედვა და მიეღოთ რჩევები პროფესიონალებისგან. ღონისძიება თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ მუშაობასაც გულისხმობდა.

ტრენინგის ორგანიზატორები არიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია პროექტორი.

კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის მონაწილეები ტექნოპარკში
ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის