"ინოვაციები ტურიზმში" - შეხვედრა ტექნოპარკში

“ინოვაციები ტურიზმში” - ამ თემაზე შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართა. ტურიზმით დაინტერესებულ პირებს და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე პირადად შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს ხელშეწყობა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა.

ტექნოპარკში, მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებთან, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ გიდებთან და ტურიზმით დაინტერესებულ პირებთან ერთად ისაუბრა ტურისტულ ბიზნესში ინოვაციების და ტექნოლოგიების საჭიროებების გამოვლენაზე, სააგენტოს როლზე ტურიზმის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში და ამ სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე.

სააგენტოს სურვილია წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებაში. ღონისძიებას სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი დაესწრო.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

ინოვაციების სააგენტო სტუმრად სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულთან
ლევან კობიაშვილი სტუმრად ტექნოპარკში