კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის მონაწილეები ტექნოპარკში

ტექნოპარკში აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის“ მონაწილეების მიღება გაიმართა. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საქართველოს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე შეხვდა. მონაწილეებმა ტექნოპარკი დაათვალიერეს ისინი ინოვაციების სააგენტოს და პროექტ ,,აწარმოე საქართველოში’’ მიმდინარე სიახლეებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

მოსწავლეები ამერიკაში, ინდიანას უნივერსიტეტში სამი კვირით გაემგზავრებიან. 10 მოზარდი ხაშურიდან, მარნეულიდან, პანკისიდან, რუსთავიდან და თელავიდან შეირჩა. ამერიკაში 3 კვირის განმავლობაში ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები, უკეთ გაეცნონ აღნიშნულ სფეროს და პარალელურად დაეუფლონ ინგლისურ ენას.

პროგრამის მონაწილეებს უკვე აქვთ ბიზნეს იდეები, მაგალითად: სამეწარმეო სემინარების მოწყობა ქალებისთვის, ბიოქიმიური ლაბორატორიების შექმნა ადგილობრივი წყლის სისუფთავის შესამოწმებლად და ღია ცის ქვეშ კინოთეატრების მოწყობა სოფლებში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ამერიკიდან დაბრუნებულ მოზარდებს ტექნოპარკის ფაბლაბში სერვისების უფასოდ გამოყენების საშუალებას მისცემს.

კრეათონი მეწარმე ქალბატონებისთვის
STEP პროგრამის გამარჯვებულები ტექნოპარკში