Python-ის ტრენინგი დასრულდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანაორგანიზებით კასპის ბიზნესისა და ტექნოლოგიების გადამზადების ცენტრის ბაზაზე დაასრულდა ტრენინგ- კურსი "Python"-ის პროგრამირების მიმართულებით.

კასპში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა წარმატებით გაიარეს 2 თვიანი ტრენინგ-კურსი. ტრენინგში მონაწილეებმა შეისწავლეს აღნიშნული პროგრამირებადი ენის ბაზისები.

პითონი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გასაგები და მძლავრი პროგრამირების ენაა. იგი მრავალმიზნობრივი სახისაა, მისი საშუალებით შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა ტიპის პროგრამები, როგორიცაა: თამაშები, ვებსერვერული აპლიკაციები, მობილური აპლიცაციები,
სერვერის ოპტიმიზაცია-კონფიგურაციისა და მართვის 
სკრიპტები, დესკტოპ (პერსონალურ კომპიუტერზე დაფუძნებული) აპლიკაციები.

ტრენინგში მონაწილე ახალგაზრდებმა აუდიტორიის წინაშე წარადგინეს საკუთარი პროექტები, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მათ გადაეცათ სერტიფიკატები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე, პარლამენტის წევრი და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გიორგი ზვიადაძე უხელმძღვანელებს
ქართველმა სტარტაპებმა სილიკონ ველიზე bootcamp ტრენინგები გაიარეს