სემინარი მედიის წარმომადგენლებისათვის

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის”(G4G) დაფინანსებით კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში” მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი ზვიადაძესთან ერთად გახსნა.

სემინარზე საუბარი იყო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტუალურ პროექტებზე. ჟურნალისტებმა მინისტრის მოადგილესთან და სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ახალ, ტექნოლოგიურ მიღწევებზეც იმსჯელეს.

ღონისძიების მიზანი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის მედიისთვის უფრო ახლოს გაცნობა იყო.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსგავსი სახის აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებს. 

CALL-ს საგრანტო კონკურსი განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სფეროში
„სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება.