მემორანდუმი ქალაქ თელავის მერიასთან

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ თანამშრომლობას, რაც ითვალისწინებს ქ. თელავში რუსთაველის გამზირი N11-ში მდებარე შენობაში ინოვაციების ცენტრის განთავსებასა და მოწყობას. ასევე რეგიონში ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირების და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

ღონისძიება კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.

სააგენტო SME კლუბის კონფერენციას მასპინძლობს
მემორანდუმი