ელექტრომობილების საინფორმაციო შეხვედრა ტექნოპარკში

ტექნოპარკში ელექტრომობილების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ გახსნა. სააგენტოს მიზანია ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს ხელშეწყობა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა.

სააგენტოს ინტერესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ელექტრომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით ტექნოპარკში კომპანია E-space -ის დახმარებით დამონტაჟდა ელექტრომობილების სატენი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ტექნოპარკის ტერიტორიაზე საკუთარი ელექტრომობილის უფასოდ დატენვა.

ტექნოპარკში, მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართულ შეხვედრაზე, მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრებეს ელექტრომობილების შეძენის, იმპორტის, ექსპლუატაციის, სანავიგაციო სისტემებისა და იმპორტის დროს იაპონურ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ასევე საქართველოში წარმოების შესაძლებლობებზე და ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნის აუცილებლობაზე, რის წახალისებასაც სააგენტო აანონსებს.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ დაეტენათ საკუთარი ელექტრომობილები.

ტექნოპარკში სტარტაპები 26 მაისისთვის ემზადებიან
შეხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებთან