ტექნოპარკში EEN პლატფორმის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, ტექნოპარკში სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, სააგენტოს აწარმოე საქართველოში" და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“-ს შორის, ევროპის მეწარმეთა ქსელის (EEN) პლატფორმის გამოყენების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ევროპის მეწარმეთა ქსელის გამოყენებით მოხდეს ქართველ მეწარმეთა პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და სავაჭრო მისიების/ფორუმების ინიცირება/ორგანიზებაში მონაწილეობა.

ევროპის მეწარმეთა ქსელი 600-ზე მეტი ორგანიზაციის დახმარებით 67 ქვეყანაში ოპერირებს. მასში ჩართულ კომპანიას საშუალება მიეცემა, გაავრცელოს და მიიღოს ბიზნესწინადადებები და საპარტნიორო შეთავაზებები პლატფორმაში გაწევრიანებული ათასობით უცხოური კომპანიისგან.

ევროპის მეწარმეთა ქსელის სერვისების მიღება შეეძლება ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც შეავსებს een-georgia.ge ვებ-გვერდზე განთავსებულ აპლიკაციას და მიმართავს een-georgia -ს კონსორციუმის წევრ შემდეგ ორგანიზაციებს: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სსიპ-ს „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“.

ფაბლაბის სპეციალისტების დაჯილდოვება
ტოიოტას გზა და კანბანის გამოყენება თანამედროვე მენეჯმენტში