ფაბლაბის სპეციალისტების დაჯილდოვება

ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს ფაბლაბების სპეციალისტებმა Fusion 360-ის ტრენინგი წარმატებით გაიარეს.

Autodesk-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, Easy Soft-ის დამფუძნებელმა - თემო რუხაიამ ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

პროგრამა Fusion 360  შექმნილია ინოვატორებისთვის, სტარტაპერებისთვის, მცირე ბიზნესის განსავითარებლად და გამომგონებლების ხელშესაწყობად, ასევე შეუცვლელია სწრაფი პროტოტირებისთვის.

Fusion 360  გათვლილია ფაბლაბში ნებისმიერი ამოცანის გადასაწყვეტად, რადგანაც მისი პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია სპეციალურად Fab-lab სამრეწველო ლაბორატორიებისთვის და მორგებულია ნებისმიერი ტიპის სამრეწველო დანადგარებზე ეფექტურად მუშაობისთვის.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სამრეწველო დიზაინის ინდუსტრიაში უკვე ფართოდ იყენებენ  პროგრამა Fusion 360 პროტოტიპირებისთვის პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერები, პროდუქტის დიზაინერები, კონცეპტ დიზაინერები, კონსტრუქტორები, ინჟინრები, გამომგონებლები რაც პროგრამის მცოდნეებს კონკურენტულს ხდის დასაქმების ბაზარზე.

 

new vision university
შეხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებთან