ჯეოსელის “წლის ინოვაციური ბიზნესის” პრეზენტაცია ტექნოპარკში

ტექნოპარკში კომპანია ჯეოსელის ნომინაციის “წლის ინოვაციური ბიზნესის” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ ჯეოსელის ბიზნესის მიმართულების დირექტორთან მალხაზ ჟორჟიკაშვილთან ერთად გახსნა.

ინოვაციური ბიზნესის ნომინაცია წლის ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში დაწესდა, რომელიც თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით წელს უკვე მეორედ იმართება.

ამ ნომინაციაში შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერ სფეროში არსებული საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს ბიზნესდაჯილდოების კრიტერიუმებს. გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს, რომელთა ვინაობა, დაჯილდოების დღემდე, კონფიდენციალური იქნება.

ნომინაციაში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: www.businessaward.ge პროექტის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ კომპანია TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი და ჯესიკა ლევინი ბიზნეს მიმართულების დირექტორი, Telia Company, ევრაზიის რეგიონი.

ბიზნესდაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება.

ფაბლაბის სპეციალისტების დაჯილდოვება
ქართულ-გერმანული სტარტაპ ფორუმი ტექნოპარკში