“ციფრული მოქალაქის” ახალი ეტაპი იწყება

ტექნოპარკში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი გლობალური დასაქმების ონლაინ პლატფორმის “ციფრული მოქალაქის“. (Digital Citizen)  პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული პროექტის ახალი ეტაპის მიზანია საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში უზრუნველყოს მცხოვრებთა ციფრული გადამზადება და შემდგომში მათი გლობალური დასაქმების პლატფორმებში ჩართვა.

ამ ეტაპზე, ცნობილი ხდება რეგიონული ლოკაციები, სადაც განხორციელდება ციფრული გადამზადება: ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ლანჩხუთი, ჩხოროწყუ, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, თერჯოლა, ჭიათურა, სამტრედია, ხონი, გორი და კასპი. ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ტექნოპარკი.

ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორები კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიის HP-ის სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მარკუს შვერტელი, კომპანიების Microsoft, Softline, MUK წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ვებინარებისა და სემინარების მეშვეობით ბენეფიციარების გადამზადება 2017 წლის 18 სექტემბერს დაიწყება, მსურველთა რეგისტრაცია კი 2017 წლის 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

GIPA - ს საერთაშორისო კონფერენცია ტექნოპარკში
გიორგი არისონი (SHIFT) - StartupBeats