მემორანდუმი ევროპულ სკოლასთან

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და „ევროპულ  სკოლას“ შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, ხელს შეუწყობს „ევროპულ სკოლას“ ჩაერთოს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროგრამებში.

ტექნოლოგიური და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ეს საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა და უნარები.

მემორანდუმი მიზნად ისახავს:

• მოსწავლეებში ინოვაციური იდეების სტარტაპებად ფორმირებისთვის საჭირო პროგრამების ორგანიზებასა და მხარდაჭერას;

• მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებას;

• მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების ხელშემწყობი ლოკალური და საერთაშორისო კონკურსებისა და პროგრამების ორგანიზებასა და მხარდაჭერას;

• „STEM” მიმართულებით ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას ახალი ლაბორატორიებისა და ინოვაციების  დანერგვის მიზნით.  

ინოვაციების სააგენტო მსგავსი სახის აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებს.

სააგენტო SME კლუბის კონფერენციას მასპინძლობს
ტექნოპარკში EEN პლატფორმის მემორანდუმი გაფორმდა