ტექნოპარკს ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ ტექნოპარკში ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს მელფორდ ნიკოლას უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ტექნოპარკის ულტრათანამედროვედ მოწყობილი შენობა და მატერიალურ ტექნიკური ბაზა  დაათვალიერა, მელფორდ ნიკოლა დეტალურად გაეცნო ინოვაციების სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას.

ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს აღნიშნულ სფეროში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მელფორდ ნიკოლა კერძო სექტორში სწორედ ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მუშაობდა. საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია.

ინოვაციების სააგენტოს საერთაშიროსო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა უცხოელ სტუმარს დეტალურად წარუდგინა სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო სააგენტოს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

Minister of Information, Broadcasting, Telecommunications and Information Technology of Antigua and Barbuda visits Tech Park Georgia

Mr. Giorgi Zviadadze, Chairman of Georgia’s Innovation and Technology Agency (GITA) hosted H.E. Melford Nicholas, Minister of Information, Broadcasting, Telecommunications and Information Technology of Antigua and Barbuda at the Tech Park of Georgia.

Visiting Minister was exposed to the state-of-the-art building with its ultra-modern technologies, assets and facilities. He was briefed in detail about the specifics of the performance and operation of GITA.

Minister of Information, Broadcasting, Telecommunications and Information Technology of Antigua and Barbuda has a vast experience in the given field of expertise with a track record of 25 years, predominantly and previously in the private sector. It is his first visit to Georgia.

Ms. Mariam Lashkhi, Director of International Relations Department of GITA shared detailed information with the foreign guest about the agency.

Discussions during the meeting were related to the current project initiatives and plans for future cooperation with GITA.

ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის
ჯეოსელის “წლის ინოვაციური ბიზნესის” პრეზენტაცია ტექნოპარკში