GIPA - ს საერთაშორისო კონფერენცია ტექნოპარკში

ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ საერთაშორისო კონფერენცია “Entrepreneurship and Education” ჩატარდა.

საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე.

ღონისძიებაზე საუბარი იყო განათლების როლზე ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

GIPA-ს და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის (MSM) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ნიდერლანდების ელჩის მოადგილე ფლორ ნაუტენ-ელზინგა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არჩილ გერსამია და მეწარმეობის სააგენტოს განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია ესწრებოდნენ. მსგავსი სახის ღონისძიებებს ინოვაციების სააგენტო მომავალშიც უმასპინძლებს.

NASA - ს ვიზიტი ტექნოპარკში
კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის მონაწილეები ტექნოპარკში