სტარტაპ საქართველოს ღია კარის დღე

ტექნოპარკში პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს'' ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ გახსნა.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ რეკომენდაციები როგორც პროგრამის კოორდინატორებისგან, ასევე გამარჯვებული სტარტაპერებისგან.

ღონისძიების ბოლოს პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით.

ტექნოპარკში სტარტაპები 26 მაისისთვის ემზადებიან
საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი ტექნოპარკში