კოდინგის შემაჯამებელი კონფერენცია ტექნოპარკში

ტექნოპარკში მოსწავლეთა პროგრამირების (კოდინგის) სასკოლო კლუბების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნილი პროექტები წარადგინეს -კომპიუტერული თამაშები აწყობილი code.org პლათფორმაზე. 

კონფერენციის მონაწილეები სერტიფიკატებით ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ,  Microsoft საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ და Educare Georgia-ს დირექტორმა გიორგი ჯიბლაძემ დააჯილდოვეს.

ამ პროგრამის პილოტირება სკოლებში 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კრეათონი ტექნოპარკში
ტოიოტას გზა და კანბანის გამოყენება თანამედროვე მენეჯმენტში