„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კრეათონი ტექნოპარკში

ტექნოპარკში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის ტექნიკური ტიპის კრეათონი ჩატარდა.
ჟიურის ერთ-ერთი წევრი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე იყო. 
პროექტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს მონაწილეობა. 
ჟიურიმ ოთხი საუკეთესო, ინოვაციური იდეის მქონე გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

I ადგილზე, საუკეთესო პროექტის ავტორი, აგრარული უნივერსიტეტის გუნდი - „გამბუზია“ გავიდა. 

II ადგილი  - „სან“ - სან დიეგოს უნივერსიტეტი;

III ადგილი - „ფურიე“  - აგრარული უნივერსიტეტი;

IV ადგილი - „კრეატივი“ - საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტები.

ჟიურის შემადგენლობაში ასევე იყვნენ, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი -  გიორგი ცხადაძე, კომერციული დირექტორი - ირაკლი ბაბუხადია, სისტემებისა და პროცესების მართვის ოფიცერი -  თენგიზ ამურველაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელექტრო სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში აკაკი ფაღავა.

ინოვაციების სააგენტო მსგავსი ტიპის აქტივობების მხარდამჭერი მომავალშიც იქნება. 

საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი ტექნოპარკში
სტარტაპ საქართველოს ღია კარის დღე