კომპანია POST RED AUDIO-ს დამფუძნებლების მასტერკლასი ტექნოპარკში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ტექნოპარკში ორდღიანი მასტერკლასი ჩატარდა. 24 ივნისს ბესო კაჭარავას ლექცია “Sound Design 101: Art Of sound Design and Composing for Visual Media” ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ გახსნა.

კომპანია POST RED AUDIO-ს დამფუძნებლებმა ბესო კაჭარავამ და ზვიად მღებრიშვილმა საკუთარი გამოცდილება ხმის დიზაინით დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარეს.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოცემული ვიზუალური კონტენტისთვის ხმის დიზაინზე კომპანიის POST RED AUDIO-ს დამფუძნებლებთან ერთად ემუშავათ.

25 ივნისს ორდღიანი შეხვედრა ვორკშოპით დასრულდა. მსგავსი სახის აქტივობები ტექნოპარკში მომავალშიც გაგრძელდება.

დემო დღე თბილისის ტექნოპარკში
გაერო-ს წარმომადგენლების ვიზიტი