დემო დღე თბილისის ტექნოპარკში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ქ. ზუგდიდში, ტექნოპარკის ბაზაზე განახორციელა ტრენინგ კურსი “როგორ დავიწყო სტარტაპი?” ტრენინგის მონაწილეები იყვნენ ის ადამიანები ვისაც სურთ ბიზნესის დაწყება ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში.

ტრენინგის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კურსი.

თბილისის ტექნოპარკში გაიმართა ,,დემო დღე'' სადაც სტარტაპერებმა წარმოადგინეს საკუთარი იდეები სპეციალურად მოწვეული ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე, გაიზიარეს გამოცდილი და წარმატებული სტარტაპების გამოცდილება.

ღონისძიების ბოლოს ტრენინგ კურსის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

გიორგი არისონი (SHIFT) - StartupBeats
CALL-ს საგრანტო კონკურსი განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სფეროში