კრეათონი მეწარმე ქალბატონებისთვის

ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკში 48 საათიანი კრეათონი მეწარმე ქალბატონებისთვის ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი ინოვაციური და კრეატიული იდეებისთვის მოკლე დროში ბიზნეს მოდელებისა და პირველადი პროტოტიპების შემუშავება იყო. მსგავსი სახის სტარტაპ მარათონი საქართველოს მასშტაბით პირველად გაიმართა, მარათონის მონაწილეები მხოლოდ ახალგაზრდა ქალი მეწარმეები იყვნენ.

პროფესიონალი მენტორები და სპიკერები მონაწილე გუნდებს 48 საათის განმავლობაში იდეების გენერირების პროცესში ეხმარებოდნენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად არის ჩართული მსგავსი სახის პროექტებში და ხელს უწყობს ქალი მეწარმეების ბიზნეს სექტორში ჩართულობის პროცესს.

პროფესიული განათლების ჰაკათონი
სააგენტო SME კლუბის კონფერენციას მასპინძლობს