სააგენტო SME კლუბის კონფერენციას მასპინძლობს

დღეს საქართველოს ინოვაციების სააგენტო ტექნოპარკში მცირე და საშუალო ბიზნესის ( SME) საბანკო კლუბის კონფერენციას მასპინძლობს.

SME კლუბი არის მცირე და საშუალო მეწარმეების ბანკების საერთაშორისო ასოციაცია, რომლის მიზანია, გლობალური მასშტაბით, საჭირო ინფორმაციის მიწოდება მიკრო, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიებისთვის.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, რომელზეც იკრიბებიან 10 ზე მეტი ქვეყნის საბანკო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. მათი მიზანია შეისწავლონ რეგიონში მეწარმეობის წინაშე მდგარი ძირითადი საკითხები და გამოწვევები, მათ შორის ფინანსებთან ხელმისაწვდომობა.

ღონისძიება გახსნა ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო სააგენტოს პროექტები და პროგრამები, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების მხარდამჭერ მექანიზმებზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპები.

ირანელების ვიზიტი ტექნოპარკში
კნიკი