სლოვენიის წარმომადგენლობა ტექნოპარკს ეწვია

ტექნოპარკს სლოვენიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ალეშ კანტარუტი ეწვია.

სტუმრები გაეცნენ ტექნოპარკში არსებულ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს და ინოვაციების სააგენტოს სტარტაპების ხელშემწყობ პროგრამებსა და პროექტებს.

სლოვენიის მხარე დაინტერესდა საქართველოს მიერ განხორციელებული პროცესით, ფაბლაბების ფორმირებაზე. მომავალში სლოვენია გეგმავს სტარტაპებისა და ფაბლაბების განვითარებას, სადაც საქართველოს მაგალითით იხელმძღვანელებს. 

ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა, ინოვაციების სააგენტოსა და სლოვენიის დელეგაციას შორის, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის განხილვის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ რომ სლოვენია ქართველ სტარტაპებს იქაურ ბაზარზე შესვლას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია სტუმრად ტექნოპარკში
ინოვაციების სააგენტო სტუმრად სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულთან