გაერო-ს წარმომადგენლების ვიზიტი

ტექნოპარკს, საქართველოში საინფორმაციო ტურის ფარგლებში, გაერო-ში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრები გაეცნენ ტექნოპარკში არსებულ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს, ინოვაციების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს. 

გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ასევე მოიაზრება ინოვაციების, კვლევების და ციფრული ეკონომიკის განვითარება. აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლებმა გაეროს აკრედიტირებულ ელჩებთან. შეხვედრაზე დაისახა გაეროს ასამბლეაზე ინოვაციების ტექნოლოგიებისა და სტარტაპების მიმართულებით სამუშაოების გააქტიურების კონკრეტული გეგმა. ასევე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, გაეროში აკრედიტირებული ელჩების მეშვეობით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაერო-ში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში ყოველ წელს სტუმრობენ. ტური მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ასევე გაერო-ს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

 

სააგენტო SME კლუბის კონფერენციას მასპინძლობს
მემორანდუმი