ირანელების ვიზიტი ტექნოპარკში

 

ტექნოპარკში, ინოვაციების სააგენტოს, ოფიციალური ვიზიტით ირანის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკის წარმომადგენლობა ეწვია. სტუმრები გაეცნენ ტექნოპარკში არსებულ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს და სტარტაპების ხელშემწყობ პროგრამებსა და პროექტებს. ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნა მარტში, ინოვაციების სააგენტოსა და ირანის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკს შორის დადებული მემორანდუმის განხორციელების საკითხები.

მემორანდუმის მთავარ საგანს წარმოადგენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას, სტარტაპების ხელშეწყობასა და ირანის 80 მილიონიან ბაზარზე მათ დამკვიდრებას.

ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის
შეხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებთან