ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი

ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, კასპის მუნიციპალიტეტში, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, კასპში „ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი“ გაიხსნა.

ცენტრის მიზანია რეგიონში თანამედროვე განათლების ტენდენციების დამკვიდრება, ადგილობრივი ბენეფიციარების მომზადება დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრში“ სისტემატიურად გაიმართება ტრენინგები თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და სოციალური მედიის მარკეტინგის მიმართულებით. დისტანციური სამუშაოების შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით დაინტერესებულ ბენეფიციარებს, ასევე ჩაუტარდებათ სემინარები მსოფლიოს დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე.

„ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ ტექნოპარკში
მემორანდუმი