ქართველი სტარტაპერი StartupOLE-ს გამარჯვებულია


ინოვაციების სააგენტოს სტარტაპ construct.ge -ს დამფუძნებელმა გიგი გაჩეჩილაძემ ესპანეთში, ქალაქ სალამანკაში, საერთაშორისო ღონისძიება - STARTUP OLE - ზე pitching - ის მიმართულებით გამართულ კონკურსში გაიმარჯვა.

ესპანეთში, საერთაშორისო ღონისძიებაზე construct.ge –ს წარმომადგენლები საერთაშორისო სპეციალური მიწვევით, იმყოფებოდნენ, სადაც construct.ge -ს მიეცა უნიკალური შანსი, წარდგენილიყო საერთაშორისო ბაზარზე. მათ ჰქონდათ საკუთარი სტენდი, საიდანაც თავიანთი პროდუქტის დემონსტრირებას ახდენენ ფართო აუდიტორიის წინაშე.

StartupOLE - არის ყოველწლიური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ქალაქ სალამანკაში თავს იყრიან ევროპის ინოვაციების ეკოსისტემის წამყვანი მოთამაშეები: პერსპექტიული სტარტაპები, გამოცდილი ინვესტორები, მოწინავე კომპანიები.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გიორგი ზვიადაძე უხელმძღვანელებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია სტუმრად ტექნოპარკში