პროფესიული განათლების ჰაკათონი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია “EUHack”-ის ორგანიზებით, “პროფესიული განათლების ჰაკათონი”-ის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.

პროექტის მიზანია, კრეატიული აზროვნების განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ცნობადობის ამაღლება და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე.

ჰაკათონში მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროს 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებმაც მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტები ფაბლაბების ბაზაზე შექმნეს. საქართველოში 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიიდან 14 სწორედ პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე მოქმედებს.

სამი კვირის განმავლობაში გუნდებმა გამოიყენეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარები (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი ჩარხი და ა.შ.) და შექმნეს მაღალტექნოლოგიური პროექტები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალი მიმართულებით. დასკვნით ეტაპზე გუნდები კომპეტენტური ჟიურის წინაშე შექმნილი პროექტებით წარდგენენ.

• პირველ ადგილზე გასულ გუნდს დამსაქმებელთა ასოციაციამ 2000 ლარი გადასცა.

• სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამარჯვებული გუნდი ფერმერთა ასოციაციამ და გაეროს განვითარების პროგრამამ 2000 ლარით დააჯილდოვა.

• ენერგეტიკის მიმართულებით კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ გამარჯვებულ გუნდს 1500 ლარი გადასცა, პროექტის განსავითარებლად. ღონისძიება ჩატარდა კომპანია „ბილაინისა“ და „თეგეტა მოტორსის“ მხარდამჭერით.

 

 

კნიკი
“ციფრული მოქალაქის” ახალი ეტაპი იწყება