ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე new vision university - ს სტუდენტებს შეხვდა
სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების შესახებ ესაუბრა, გააცნო სააგენტოს სერვისები და პროექტები. შეხვედრის შემდეგ კი გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმი.
შეხვედრის ბოლოს ინოვაციების სააგენტოსა და new vision university - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო სფეროში უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი ღონისძიებების, პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. ასევე ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური გარემოს განვითარება.