სულ
ზევით
ზევით!

გრანტები

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვატორებისათვის ჩვენს ქვეყანაში გასცემს მცირე და საშუალო გრანტებს თავიანთი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად. საგრანტო პროექტი კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია სააგენტოს მხრიდან. ინოვატორების წარმატებულ იდეებს სააგენტომ გრანტის სახით თანხები გამოუყო და დაფინანსდა არაერთი იდეა, რომლითაც დღეს ავტორებმა წარმატებას მიაღწიეს.  მათ დაიწყეს განვითარება  და ბევრი მათგანი უკვე ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს. გამარჯვებული აპლიკანტების პროდუქტები არის ინოვაციური, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საგრანტო პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვატორების იდეებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. მნიშვნელოვანია, რომ იდეები მხოლოდ იდეებად არ დარჩეს და არსებობდეს საშუალება მისი განხორციელების. საჭიროა, ზუსტად განისაზღვროს ის საჭიროებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწრაფი პროგრესისათვის აუცილებელია.

პროექტი ხელს უწყობს დამწყებ ბიზნესმენებს, რომელთა წასახალისებლად და ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად მსგავსი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, რაც საბოლოოდ საზოგადოებრივ წინსვლას განაპირობებს.

გრანტის საშუალებით შეიქმნა მრავალი წარმოება, მაგალითისთვის სწრაფი პროგრესირება გრანტის საშუალებით გაბრიელ მელივას პროდუქტმა ,,მემოგრამმა” მოახდინა, რომელიც დღეს თავის პროდუქტს საქართველოს ფარგლებს გარეთაც ყიდის, მან ინოვაციაზე დამყარებული სტრატაპ ბიზნესი განავითარა. მნიშვნელოვანია, ასევე  რეგიონებში დაწინაურებული პროექტი, ინფრაწითელი ლაზერი მცენარეთა ზრდის ინტენსიფიცირებისათვის in vitro სისტემაში, რამაც შეამცირა მცენარის კულტურაში შეყვანისთვის საჭირო დრო და მატერიალური დანახარჯები. რეგიონისათვის ეს იყო პროგრესული სვლა ინოვაციების სფეროში, რამაც როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთაც გაამართლა.

საგრანტო პროექტის არსებობა უნიკალური შანსია სრულიად ნოლიდან განახორციელოს ინოვატორმა თავისი იდეა და შექმნას პროდუქტი, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზაზე.

საგრანტო პროექტი, გრანტის სახით, ინოვაციური იდეის მქონე მოქალაქეს აძლევს საუშუალებას მოახდინოს იდეის გენერირება და დაიწყოს მუშაობა წარმოების შექმნასა და ბიზნესის განვითარებაზე.