ბიზნეს ინკუბატორი

„ბიზნეს ინკუბატორი“  არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში, გაიარონ საკუთარი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი.პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. 

 ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის“ 6 თვიანი პროგრამა სტარტაპებისთვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს: 

  • 2 კვირიან ე.წ. „welcome ტრენინგები“
  • პროტოტიპის შექმნაზე მუშაობა
  • ბიზნეს გეგმის შედგენა
  • ბიზნეს მოდელი და ფინანსური პროგნოზები
  • ინვესტორების მოძიება - დაინტერესება   

აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქპატენტთან, დელოიტთან და მართვის აკადემიასთან ერთად ახორციელებს. 

თითოეული გუნდი პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებს 30 000  ლარამდე ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს.

მონაწილეები დატრენინგდებიან  პროექტის მართვაში, მარკეტინგში, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებასა და სხვა სფეროებში

გუნდებს კონსულტაციებს გაუწევენ ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა საკითხებში.

ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან:

  • ტექნოპარკში საერთო სამუშაო სივრცით
  •  მიიღებენ პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ დახმარებას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისა და სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან
  •  ყოველი გუნდი მიიღებს 5,000₾ -მდე ფულად გრანტს სააგენტოსგან პროტორიპირებისათვის

პროგრამა ბიზნეს ინკუბატორი პირველად 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა. გუნდების მიღება 2 ეტაპად მოხდა. პირველ ნაკადში ცხრა გუნდმა, ხოლო მეორეში- ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სტარტაპებმა პროგრამის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს. მათ მიიღეს  კონსულტაციები წამყვანი სპეციალისტებისგან, გუნდებს ასევე საშუალება მიეცათ შეხვედროდენ ქართველ ინვესტორებს და მათ წინაშე წარედგინათ თავიანთი სტარტაპები. 2017 წლის 20 მარტს კი „ბიზნეს ინკუბატორის“მესამე ნაკადმა აიღო სტარტი, სადაც 10 სტარტაპ გუნდი იღებს მონაწილეობას.

 

 

 

დემო დღე თბილისის ტექნოპარკში
ტექნოპარკს ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა