აქსელერატორი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყები ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის  აქსელერაციის პროგრამა განახორციელა. აქსელერატორის მონაწილეები  ტრენინგებს გადიან ბიზნესის მოდელირებაზე, ინვესტორებთან ურთიერთობაზე, მომხმარებლის იდენტიფიცირებასა და მოზიდვაზე, საწყის მარკეტინგსა და სხვა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ხელს უწყობს მათ, ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში.

აქსელერატორის მონაწილეებს ტრენინგების გარდა აქვთ წვდომა მენტორთა ქსელთან, მუშაობენ ტექნოპარკის  საერთო სამუშაო სივრცეში, სარგებლობენ ბრეინშტორმინგის, შეხვედრების, საკონფერენციო და საპრეზენტაციო ოთახებით, სწრაფი უსადენო ინტერნეტითა და საბეჭდი აპარატურით. გუნდები იღებენ საჭირო ცოდნას, როგორ შექმნან სტარტაპი, ამ პროგრამის გავლის შემდეგ ისინი მზად არიან მიიღონ მონაწილეობა ისეთ პროექტში, როგორიც არის სტარტაპ საქართველო.

პროექტის ბოლოს წარმატებული სტარტაპებისთვის ეწყობა სადემონსტრაციო საღამო, რომლის ფარგლებშიც დამფუძნებლებს აქვთ საშუალება საკუთარი კომპანიები წარადგინონ მოწვეული სტუმრების - პოტენციური ინვესტორებისა და პარტნიორების წინაშე.

პროგრამაში მონწილეობისათვის აუცილებელია:

  • ტექნოლოგიური პროდუქტის / სერვისის მქონე სტარტაპი;
  • 2-3 წევრისგან შემდგარი გუნდი, სადაც ერთი წევრი აუცილებლად ბიზნესზე იქნება ორიენტირებული, მეორე კი - ტექნოლოგიაზე;
  • სტარტაპი უნდა იყოს განვითარების დამწყებ ეტაპზე - ჰქონდეს მხოლოდ იდეა ან პროტოტიპი;
  • გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი დრო 6 კვირის განმავლობაში, რომელსაც სრულად დაუთმობენ საკუთარ სტარტაპზე მუშაობას;
  • გუნდის თუნდაც ერთ წევრს თავისუფლად უნდა შეეძლოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა)

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაყრდნობილ ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, რათა მოხდეს მათი სტაბილურად განვითარებად კომპანიად ჩამოსაყალიბება. ამისათვის ტექნოპარკი მათ მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს.  პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტარტაპებს სწრაფ განვითარებაში, გლობალურ აქსელერატორებში მოხვედრასა და საწყისი საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში. მსგავსი ხელშეწყობა სტრატაპებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მიმართულებებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის. 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი
სლოვენიის წარმომადგენლობა ტექნოპარკს ეწვია